პანთურქიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პანთურქიზმი - იდეოლოგია და პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება თურქულენოვანი ჯგუფის ყველა ხალხის ერთ ერად აღიარებას და მტკიცებას, რომ ისინი უნდა შეკავშირდნენ „დიდი თურანის“ ერთიან სახელმწიფოდ, რომელიც ბალკანეთიდან ციმბირამდე გადაიჭიმება. წარმოიშვა XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე. II მსოფლიო ომის დროს პანთურქიზმის ლოზუნგებით მოქმედებდნენ თურქული წარმოშობის პირთა გასამხედროებული ფორმირებები გერმანიის ჯარების შემადგენლობაში. XX საუკუნის დამლევს პანთურქიზმი გვევლინება თურქეთის და დსთ-ს ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიურ ბაზად.