პანტალონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანტალონე

პანტალონე – (იტალ. pantaloni – შარვალი, < pantaleone ძველი დროიდან მოყოლებული ვენეციელების გამკილავი სახელწოდება) – კომედია დელ’არტეს პერსონაჟი; ნიღბების კომედიის განვითარების ადრეულ პერიოდში ხშირად იწოდებოდა მანიფიკოდ („შესანიშნავი“).

იგი მდიდარი ვენეციელი ვაჭარია, საკმაოდ მოსულელო, საკმაოდ დაუძლურებული და საკმაოზე მეტად ძუნწი. იგი ძანების და სერვეტას ოინების მუდმივი მსხვერპლია. მისი ჩაცმულობაა: წითელი ქურთუკი, წითელი და კარგად შემოჭერილი პანტალონები, ყვითელი ფეხსაცმელები, წითელი ქუდი, შავი წამოსასხამი, ქამარში – ფულით გატენილი ქისა. ნიღაბი მუქი მონაცრისფროა, დიდი კეხიანი ცხვირით, ჭაღარა ულვაშებით და წვერით. პანტალონეს სახე-ხატი შექმნილია „ჯელოზის“ დასის მსახიობის, პადუანელი ჯ. პასკუატის მიერ.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები