პაპანინი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე პაპანინი

ივანე პაპანინი − (რუს. Ива́н Дми́триевич Папа́нин, 1894- 1986), რუსი გეოგრაფი, ცნობილი პოლარული მკვლევარი;

1931 წ. იყო ფრანც-იოსების მიწაზე. 1932 წ. იგი იყო ყურე ტიხაიას პოლარული სადგურის დაზამთრების უფროსი. 1933 წ. ჩელუსკინის კონცხის პოლარული სადგურის უფროსი. პაპანინმა მოამზადა ჩრდილოეთის პოლუსის ექსპედიცია და იყო ყინულზე მოდრეიფე სადგურის უფროსი, სადაც ის თავის თანამგზავრებთან აკადემიკოს ჰიდრობიოლოგ პეტრე პეტრეს ძე შირშოვთან, გეოფიზიკოს ევგენი კოსტანტინეს ძე ფედოროვთან და სწავლულ რადისტ ერნსტ თევდორეს ძე კრენკელთან ერთად აწარმოებდა მეცნიერულ დაკვირვებებს თერთმეტი თვის განმავლობაში. მოდრეითე სადგურის დაკვირვებათა შედეგებისა და მეცნიერული ანგარიშის პირველი ტომში გამოცემულია „გლავსევმორპუტი“-ს მიერ შეზდეგი სათაუორით „მოდლეიფე სადგურის „ჩრდილოეთის პოლუსის“ შრომები“ (1940 წ.). ი. დ. პაპანინმა მოამზადა დასაბეჭდად თავისი დღიური შემდეგი სათაურით: „ცხოვრება ყინულზე“. ეს დღიური გამოიცა „პრავდის" რედაქციის მიერ 1938 წ.



წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები