პაპიაშვილი თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაპიაშვილი თამარ − (1941), პოეტი. წარმოშობით არის ჰერეთიდან. პირველი ლექსი („შენი ფოთლებით ვსუნთქავ”) დაბეჭდა 1951 წელს გაზეთ „გაგრაში”. ქართველი მკითხველის დაინტერესება გამოიწვია მისმა ისეთმა პოეტურმა კრებულებმა, როგორიცაა: „ქურმუხმა არაგვს გასძახა”, „ბედის ვარსკვლავი”, „შენმა მზემ ამაბრიალა”. მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო მოთხრობები და პუბლიცისტური სტატიები. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში ბიოქიმიკოსად, თბილისის მე-9 საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ლაბორანტად, ლექციებს კითხულობდა თბილისის მე-3 სამედიცინო ტექნიკუმში.