პარაბოლოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარაბოლოიდი – (ბერძ. parabolḗ შედარება, მსგავსება და -oeidēs მსგავსი, მსგავსება, ფორმა < eîdos სახე, ფორმა), მე-2 რიგის ზედაპირი, რომელიც მიიღება პარაბოლას ბრუნვით მისი ღერძის გარშემო.
პარაბოლოიდი არის უცენტრო ჩაუკეტავი ზედაპირი, რომლის უმარტივეს განტოლებებს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში აქვს შემდეგი სახე:
- x2/p2 + y2/q2 = 2z (ელიფსური პარაბოლოიდი),
- x2/p2 – y2/q2 = 2z (ჰიპერბოლური პარაბოლოიდი), სადაც p>0, q>0 – ნახევარღერძებია.
აქ პარაბოლოიდის წვეროს კოორდინატთა Oxyz სისტემის სათავეშია, Oz ღერძი – პარაბოლოიდის სიმეტრიის ღერძია; 0xz და 0yz სიბრტყეები – პარაბოლოიდის სიმეტრიის სიბრტყეებია.
პარაბოლოიდი არის უცენტრო ღია ზედაპირი.
თუ პარაბოლას ვაბრუნებთ მისი ღერძის გარშემო, მივიღებთ ბრუნვით პარაბოლოიდს.