პარადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარადი – (ფრანგ. parade, < ლათ. paro – ვამზადებ), ომედიური სცენები ძველებურ ფრანგულ ბაზრობების თეატრში, რომლებსაც მსახიობები გაითამაშებდნენ მაყურებელთა მოზიდვის მიზნით ბალაგანის წინ ან მის გარე ფიცარნაგზე. აქ უჩვენებდნენ ფოკუსებს, აკრობატულ ნახტომებს, კულბიტებს, რასაც თან ახლდა ძირითადად უხეში და უბოდიშო ხუმრობანი. პარადი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მომცრო ბუფონურ კომედიად, ფარსის ნაირსახეობად. მე-17 საუკუნის I ნახევარში ასეთ სცენებს გაითამაშებდა სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი ტაბარენი. პარადმა გაფურჩქვნის ზენიტს მიაღწია მე-18 საუკუნეში, რაც აისახა კიდეც დრამატურგთა შემოქმედებაში (გიოლეტი, კოლე, ვადე, ბომარშე და სხვ.).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები