პარაზიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაზიტი – (parasitos; ბერძნ. para გვერდით + sitos საკვები), ორგანიზმი, რომელიც დროებით ან მუდმივად სახლდება სხვა ინდივიდის სხეულში ან მის ზედაპირზე, იკვებება მასპინძლის წვენებით, ქსოვილებით ან გადამუშავებული საკვებით და აყენებს მას გარკვეულ ზიანს:

პარაზიტი ჰეტეროქსენური (heteros სხვა + xenos მასპინძელი) – სასიცოცხლო ციკლის დასამთავრებლად საჭიროა რამდენიმე ცხოველი – მასპინძელი;

პარაზიტი ჰომოქსენური (ბერძნ. homos თანაბარი + xenos მასპინძელი) – სასიცოცხლო ციკლი მთავრდება ერთი მასპინძლის ორგანიზმში;

პარაზიტი მონოქსენური (ბერძნ. monos ერთი + xenos მასპინძელი) – ვითარდება ერთი სახეობის ცხოველის მონაწილეობით;

პარაზიტი პოლიქსენური (ბერძნ. poli მრავალი + xenos მასპინძელი) – ბინადრობს მრავალი გვარისა და სახეობის ცხოველების სხეულში ან სხეულზე.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები