პარალელიზმი (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარალელიზმი – -(ბერძნ. – თანასწორმანძილიანობა ერთმანეთს შორის) – დამოუკიდებელი და თანაბარი მნიშვნელობის მოვლენათა შეფარდება, დაპირისპირება განსხვავების თუ მსგავსების მხრივ. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა თემატიკური პარალელიზმი, შინაარსით მსგავსი ორი მოვლენის ურთიერთთან დაპირისპირება. არსებობს აგრეთვე სინტაქსური პარალელიზმი, რომელიც წარმოადგენს პოეტური ფრაზის ორი მოსაზღვრე პერიოდის დაპირისპირებას და ა. შ. დასასრულ, გარდა პირდაპირი პარალელიზმისა, ცნობილია უარყოფითი პარალელიზმიც, რომელიც მოვლენათა მსგავსების უარყოფით ხასიათდება.

პირდაპირი პარალელიზმი:

გზა სიარულმა დალია,
სიპი ქვა – წყლისა ჩქერამა.
(ხალხური)

უარყოფითი პარალელიზმი:

ღვინო და პური ძველი სჯობს,
სიმღერა ახალ-ახალი…
(გ. ლეონიძე)


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები