პარასიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარასიტი – (ბერძნ. parasitos – თანამეინახე, თანამესუფრე), ანტიკური კომედიის ტრადიციული პერსონაჟი, ღორმუცელა მუქთამჭამელი, რომელიც ახერხებდა მოხვედრილიყო მდიდრების სუფრაზე, მახვილსიტყვაობით ართობდა და ემლიქვნელებოდა მასპინძლებს თავად ტიპი ჩაისახა ეპიქარმეს შემოქმედებაში, თუმც პირველ პლანზე იგი გამოდის ახალ ატიკურ კომედიაში. პარასიტი, როგორც წესი, დაკავშირებულია ხოლმე სხვა ტრადიციულ კომიკურ პერსონაჟებთან – ბაქია მეომართან ან შეყვარებულ ყმაწვილთან. ძველრომაულ კომედიაში (პლავტი და სხვ.) პარასიტს არქმევდნენ „მრავლისმთქმელ“ სახელებს: „არტოტროგი“ („პურიჭამია“), „პენიკული“ („სუფრახვეტია“) და ა.შ.