პარასკენიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტიკური თეატრი. პარასკენიუმი სურათზე აღნიშნულია ნომერი 6-ით

პარასკენიუმი, პარასცენიუმი – (ბერძნ. paraskenion – სკენესთან ახლოს), ანტიკურ თეატრში სკენეს ცენტრალური ფასადის ორივე მხარეს მიშენებული გვერდითა ხის ფიცრულები (ფრთები). ისევე როგორც სკენეს კედელი, პარასკენეც იყო დეკორაცია თეატრალური წარმოდგენისათვის. მასთან ახლოს მდებარეობდა მომცრო ზომის ნაგებობანი. პარასკენეებს შორის განთავსებული იყო პროსკენე ხის პარასკენეები წინ იყო წამოწეული და გარს ერტყმოდა სცენას, აუმჯობესებდა აკუსტიკას, აძლიერებდა რეზონანსს და მაყურებლის ყურადღებას მიმართავდა ორქესტრას უკანა კედლისკენ.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები