პარაშუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარაშუტი (ფრ. – parachute) – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება საჰაერო სივრცეში დიდი სიჩქარით მოძრავი სხვადასხვა ობიექტის დასამუხრუჭებლად. გამოიყენება საფრენი აპარატებიდან გადმომხტარი ადამიანის, ჩამოგდებული ტექნიკის და ტვირთის სიჩქარის შესამცირებლად, ასევე დაფრენის დროს საფრენი აპარატის დასამუხრუჭებლად. ამის მიხედვით პარაშუტები არის:
- ადამიანებისთვის განკუთვნილი (სამაშველო, სადესანტო და სპეციალური),
- სატვირთო და სპეციალური (შტოპორსაწინაღმდეგოები, მასტაბილიზებელი, გამწოვი და სამუხრუჭო).
პარაშუტის ძირითადი ნაწილებია:
- ზამბარებიანი გუმბათი,
- საკიდი სისტემა,
- გახსნადი და გამწოვი მოწყობილობები და ზურგჩანთა (კონტეინერი).
პარაშუტის პირველი სქემის იდეა მეცნიერულად დაასაბუთა და წარმოადგინა ლეონარდო და ვინჩიმ (1495).
პარაშუტით პირველად დაეშვა ვენეციელი ინჟინერმექანიკოსი ფ. ვერანციო (მაღალი კოშკის სახურავიდან 1617 წელს) და ფრანგი აერონაოსანი ა. ჟ. გარნერი (საჰაერო ბურთიდან 1797 წელს).
1911 წელს რუსმა გამომგონებელმა გ. კოტელნიკოვმა პირველი ზურგჩანთის ტიპის მაშველი პარაშუტი შექმნა.