პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება 1856

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება 1856 – დაიდო 1856 წლის 18 მარტს, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ოსმალეთს, სარდინიას, ავსტრიასა და პრუსიას შორის.

რუსეთი უბრუნებდა ოსმალეთს ყარსს ციხე-სიმაგრითურთ და სანაცვლოდ იღებდა მის მიერ ხელში ჩაგდებულ, მის მმართველობაში მყოფ სევასტოპოლს, ბალაკლავას და ყირიმის სხვა ქალაქებს.

შავი ზღვა ცხადდებოდა ნეიტრალურად, სადაც რუსეთს და ოსმალეთს ეკრძალებოდათ სამხედრო ფლოტების ყოლა და არსენალების ქონა. ცხადდებოდა დუნაიზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი მოლდავეთის სამთავროს უთმობდა დუნაის შესართავს სამხრეთ ბესარაბიის ნაწილითურთ და კარგავდა მისთვის ქუჩუქ-კაინარჯის მშვიდობიანი ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას “ილაპარაკოს მოლდავეთის და ვლახეთის სასარგებლოდ”, დასტურდებოდა სერბეთის, მოლდავეთის და ვლახეთის ავტონომია ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები