პარიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pariki.JPG

პარიკი – (იტალ. – parrucca) – გრიმის ერთ-ერთი გამომსახველობითი საშუალება. გამოიყენება ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა მსახიობის თმები არ იძლევა საშუალებას შეიქმნას როლის შესაფერისი ვარცხნილობა.

პარიკის მეშვეობით შესაძლებელია მსახიობის გარეგნობის რადიკალური შეცვლა (თვით სახის ოვალის შეცვლაც კი). დამატებებთან ერთად (წვერები, ულვაშები, ბაკენბარდები), შესაძლოა ეპოქის, სტილის, სოციალური, ასაკობრივი, ნაციონალური კუთვნილების გამოსახვა. პარიკის, როგორც საერთოდ გრიმის მეშვეობით, შესაძლებელია სპეკტაკლის პარაბოლური, გროტესკული, ჰიპერბოლური სტილის განსაკუთრებული ხაზგასმა. იგი თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა დროის და ყველა მიმართულების თეატრისათვის.

პარიკი კეთდება ადამიანის თმისაგან, კამეჩის ან ანგორის თხის ბეწვისაგან, აგრეთვე სინთეზური ძაფებისაგან (კაპრონი, ნეილონი).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები