პარმაღი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარმაღი – სახლში შესასვლელის გარე ნაგებობა (უმეტესად დახურული), რომლის მეშვეობით ხდება სახლში შესვლა და გამოსვლა. თუ კარის ღიობი განთავსებულია მიწის დონიდან ზევით, მაშინ პარმაღს უკეთდება კიბე. პრაქტიკული საჭიროების გარდა აქვს დეკორატიული ფუნქციაც – სახლს აძლევს არქიტექტურულად დამთავრებული შენობის სახეს.