პარნასელები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარნასელები – ფრანგი პოეტების ერთი ჯგუფის სახელწოდება, რომელიც დაიმკვიდრეს კრებულის „თანამედროვე პარნასის“ (1866) გამოსვლის შემდეგ. მათ უარი თქვეს რომანტიკულ ბუნტსა და სენტიმენტალურ ლირიზმზე და მის სანაცვლოდ აირჩიეს უშფოთველი პოეზია, ფორმის მშვენიერება და ნატიფი პოეტური ენა. ჯგუფი ორიენტირებული იყო ტ. გოტიეს და შ. ლეკონტ დე ლილის პრინციპზე „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. ამ გამოცემაში მონაწილეობდნენ პ. ვერლენი, ს. მალარმე, ახალგაზრდა ა. ფრანსი. მათ შეძლეს ფრანგულ პოეზიაში ენისა და რიტმის გამდიდრება.