პარტნიორობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარტნიორობა - (partnership) - ფირმის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აერთიანებს ორი ან მეტი სამეურნეო სუბიექტის კაპიტალს. არსებობს პარტნიორობის ორი სახე: გენერალური და შეზღუდული.
გენერალური პარტნიორობა გულისხმობს ფირმის ყველა ვალდებულებაზე მისი თითოეული მესაკუთრის შეუზღუდავ პასუხისმგებლობას. მაგ., ფირმის გაკოტრების შემთხვევაში კომპანიონი, რომელსაც ეკუთვნის ფირმის საკუთრების 1%, ისევე პასუხისმგებელია, როგორც ის, ვისაც დანარჩენი 99% ეკუთვნის.
შეზღუდული პარტნიორობისას ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება კომპანიონებს შორის იურიდიულად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.