პარტნიორობა მშვიდობისათვის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარტნიორობა მშვიდობისათვის – ნატოს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიმართულია ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ. შეიმუშავეს 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით. 1995 წელს საქართველო შეუერთდა ამ პროგრამას. იგი მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს გაამყაროს ურთიერთობები ნატოსთან.
პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და ნატოს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.