პარუტერინული ორგანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარუტერინული ორგანო – საშვილოსნოს მიმდებარე ორგანო. იგი სახეცვლილი, გამკვრივებული პარენქიმაა, რომელიც ფორმირდება ზოგიერთი ცესტოდას (Avitellinidae, Mesocestoididae) პროგლოტიდას წინა ნაპირზე. საშვილოსნოდან კვერცხები ინაცვლებენ პარუტერინულ ორგანოში, რომელიც პარენქიმული განტოტებებით ჩაზრდილია საშვილოსნოში. ავიტელინების ყოველ პროგლოტიდაში ერთი ასეთი ორგანო ფორმირდება, სტილეზიების პროგლოტიდაში – ორი, თიზანიეზიების პროგლოტიდაში – რამდენიმე ასეული. პარუტერინული ორგანო გარემოში კვერცხის დაცვის ფუნქციას ასრულებს.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები