პარქერი სერალან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერალან პარქერი

სერალან პარქერი – (დაიბადა 1944 წლის 14 თებერვალს, ლონდონში) – ბრიტანელი კინორეჟისორი და სცენარისტი, ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის თავმჯდომარე და კინოს საკითხებში ბრიტანეთის კომიტეტის დამაარსებელი.

ალან პარქერი კინოში ტელევიზიიდან მივიდა, სადაც სარეკლამო ფილმებს იღებდა. გადაიღო აგრეთვე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი პაროდია განგსტერულ ფილმ000ზე „ბაგსი მელოუნი” (1976 წელი) ინტერესით მიიღო კანის კინოფესტივალზე კრიტიკამ და მაყურებელმა

პარქერის კინოკარიერა სავსეა აღმასვლებითა და ჩავარდნებით. არის სხვადასხვა ფესტივალის პრიზებისა და პრემიების მფლობელი. წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა და თავს უწოდებდა ინგლისელ რეჟისორს, რომელიც მუშაობს ამერიკაში. 1997 წელს დაბრუნდა სამშობლოში.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1976 – „ბაქსი მელოუნი” (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA საუკეთესო სცენარისთვის)
  • 1978 – „შუაღამის ექსპრესი” (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA საუკეთესო რეჟისორს)
  • 1980 – „დიდება”
  • 1982 – „კედელი”
  • 1984 – „ჩიტუნია” (კანის სკფ, ჟიურის დიდი პრიზი)
  • 1987 – „ეინჯელის გული”
  • 1988 – „მისისიპი ცეცხლში”
  • 1991 – „ჯგუფი ქომითმენთსი”
  • 1992 – „ვალდებულებები” (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს)
  • 1994 – „გზა ველვილისკენ”
  • 1996 – „ევიტა”
  • 1999 – „ანჟელას ფერფლი” (კარლოვი-ვარის სკფ, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი)
  • 2003 – „დევიდ გეილის ცხოვრება”

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები