პასალუროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასალუროზი – (passalurosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Passalurus + ბერძნ. osis დაავადება), ბოცვერისა და კურდღლის ჰელმინთოზი. გავრცელებულია ყველგან. აღმძვრელი, ნემატოდა – Passalurus ambiguous პარაზიტობს მსხვილ ნაწლავებში.
სიმპტომები: ანუსის მიდამოში ქავილი, ბეწვის აჩეჩვა და კანის გაწითლება.