პასარგე ზიგფრიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზიგფრიდ პასარგე − (გერმ. Otto Karl Siegfried Passarge, 1867-1958), გერმანელი გეოგრაფი და მოგზაური, უდაბნოების მკვლევარი. მან ფართოდ განავითარა მოძღვრება ლანდშაფტების შესახებ. პასარგეს აზრით ლანდშაფტთამცოდნეობა წარმოადგენს დედამიწისმცოდნეობის და ამავე დროს ქვეყანათმცოდნეობის დამოუკიდებელ ნაწილს. მისი შრომებიდან აღსანიშნავია:
1) „ლანდშაფტთამცოდნეობის საფუძვლები“ (ოთხ ნაწილად) და
2) „დედამიწის ლანდშაფტური ზონები" (ბრესლავლი, 1923 წ.).