პასკალის სამკუთხედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასკალის სამკუთხედი – სამკუთხა რიცხვითი ცხრილი, რომელსაც ბინომური კოეფიციენტების შესადგენად იყენებენ.
პასკალის სამკუთხედი მოყვანილია ბ. პასკალის წიგნში „ტრაქტატი არითმეტიკული სამკუთხედის შესახებ“ (1665). ეს სამკუთხედი ცნობილი იყო პასკალზე ადრე მოღვაწე ზოგიერთი მეცნიერისათვისაც; მაგალითად, გერმანიაში – სტიფელისათვის; მას უწოდებენ სტიფელის სამკუთხედს (1544); იტალიაში – ტარტალისათვის; ამ სამკუთხედს იცნობდა ომარ ხაიამიც.
პასკალის სამკუთხედის შემადგენელი რიცხვების პოპულარობა იმით არის გამოწვეული, რომ ისინი გვხვდებიან ალგებრის მრავალ ბუნებრივ ამოცანაში, ალბათობათა თეორიაში, მათემატიკურ ანალიზში, რიცხვთა თეორიაში.