პასკვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასკვილი – ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კერძო პიროვნების ან საზოგადოებრივი მოვლენის შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ დახასიათებას. თვით ტერმინი „პასკვილი“ მომდინარეობს გონებამახვილი მეწაღის პასკინოს (პასკინას) სახელიდან. ეს სახელი XVI საუკუნეში რომში ეწოდა ერთ-ერთ ანტიკურ ქანდაკებას, რომელზედაც აწერდნენ ან ჰკიდებდნენ სატირულ ლექსებს ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.
ქართულ მწერლობაში პასკვილის ნიმუშია ჭაბუა ორბელიანის ცილისმწამებლური ლექსი ბესიკისადმი: „ჭაბუას პასუხი ბესარიონისადმი. ისევ ანბანთქება“.
გადატანითი მნიშვნელობით პასკვილი ეწოდება ყოველგვარ უსაფუძვლო უარყოფით დახასიათებას.