პასუხისმგებლობის ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პასუხისმგებლობის ზონა

1. გეოგრაფიული ზონა, რომელიც თითოეულ სტრატეგიულ და რეგიონულ სარდლობაზეა მიმაგრებული.

2. სამხედრო-საზღვაო ტერმინოლოგიაში – წინასწარ განსაზღვრული მონაკვეთი მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ადგილმდებარეობაზე, სადაც მხარდამჭერი ხომალდები პასუხს აგებენ საცეცხლე დაფარვაზე. მათი ამოცანაა განსაზღვრული ან დაუგეგმავი მიზნების დაზიანება და თვალთვალი.

3. შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ტერიტორიის განსაზღვრული მონაკვეთი, რომელშიც მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციის ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სამხედრო კონტინგენტის მეთაურს, რომელიც განლაგებულია ამ ზონაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები