პატარა ოყარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პატარა თეთრი ყანჩა, პატარა ოყარი (Egretta garzetta) – ფრინველი ყანჩასებრთა ოჯახიდან. სხეულის სიგრძე 55–65 სმ-ია, ფრთის შლილი 86–106 სმ, მასა 300–600 გ. მცირერიცხოვანია, ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას – მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე. ბინადრობს სამცხე-ჯავახეთის მდინარეების, ტბებისა და ჭაობების სანაპიროებზე. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.