პატატიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პატატიშვილი დავით − (1918 − 1944), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ არბოშიკში (დედოფლისწყარო). 1941 წელს არმიაში გაიწვიეს. ლეიტენანტი დავით პატატიშვილი იბრძოდა უკრაინაში, სტალინგრადში, მონაწილეობდა ლატვიის განთავისუფლებაში. დაიღუპა 1944 წელს. თანამებრძოლებმა მის ოჯახს გამოუგზავნეს უბის წიგნაკი, რომელშიც პოეტის ლექსები იყო ჩაწერილი. დავით პატატიშვილის პირველი ლექსები ომის წინა ხანებში გამოქვეყნდა, პირველი წიგნი გამოვიდა 1961 წელს.
- ეს ომი შექმნის ეპოქას ახალს
- ეს ომი შექმნის ეპოქას ახალს,
- ეს სისხლი ვარდად გადაიშლება,
- მიწა კვლავ ნახავს სხვა დროს და სხვა ხალხს
- და მზე ზეცაზე არ წაიშლება.
- ომიც ჩადგება, ვით ქარიშხალი,
- მოვლენ დღეები მშვიდი და მყუდრო,
- მკერდს დააჩნდება ბრძოლის ნიშანი
- და სიყვარული ალაღებს უფრო...
- ეს ომი მრავალ გმირობას ბადებს...
- მიტომ იბრძვიან გოლიათები,
- რომ ხალხს და ზეცას, მიწას და ბაღებს
- ადგეთ სიმშვიდე, როგორც ნათელი!