პატენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პატენტი - (patent, <ლათ. patens (patentis) ღია, აშკარა), ოფიციალური მოწმობა, გაცემული კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამომგონებლის ან იმ პირის სახელზე, რომელსაც გამომგონებელმა დაუთმო თავისი გამოგონება. ეს მოწმობა მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ მონოპოლიურ უფლებას აკონტროლოს თავისი გამოგონების გამოყენება დროის განსაზღვრულ პერიოდში (ვთქვათ, 20 წლის მანძილზე) და მიიღოს გარკვეული საზღაური თავისი გამოგონებისათვის.