პატუილარდას ბოჭკოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Patuilardas.PNG

პატუილარდას ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe patoullardi Bres. რუს. Волоконница патуйярда)

ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, ზარისებრია, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ბოჭკოვანია და რადიალურად დახეთქილი ზედაპირით, ჯერ მოთეთროა, მოყვითალო ელფერით, შემდეგ – მოწითალო ას მოწითალო-ყავისფერი. ფირფიტები განიერი, ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ – მოყავისფრო, მოწითალო ლაქებით.

ფეხი – 2-10 სმ სიგრძისა და 0,8-1,5 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირში გამსხვილებული, სადა ზედაპირით, ქუდის ფერია.

რბილობი – თეთრია, ჰაერზე ფერს არ იცვლის, ან ოდნავ წითლდება ფეხში, სასიამოვნო გემოთი და ხილის სუნით.

სპორები – ოვალურია, 9-14X5-8 მკმ.

იზრდება ტყესა და პარკებში ზაფხულ-შემოდგომით. მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები