პაუზა (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაუზა – მთელი მუსიკალური ნაწარმოების, მისი რომელიმე ნაწილის ან ცალკეული ხმის ჟღერადობის დროებითი შეწყვეტა. დუმილის ნიშანი, რომელიც მიუთითებს მის ხანგრძლიობას.
პაუზა იზომება ისევე, როგორც ცალკეული ბგერის გრძლიობა და შეიძლება იყოს ბრევისი, მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი, მეთექვსმეტედი, ოცდამეთორმეტედი, სამოცდამეოთხედი. თუ პაუზას მარჯვენა მხრიდან ემატება წერტილი, ის მიუთითებს პაუზის ნახევარი გრძლიობით გადიდებას, ორი წერტილი – მისი ძირითადი მნიშვნელობის სამი მეოთხედით გადიდებას.