პაციფიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაციფიზმი (ლათინური pacificus – დამწყნარებელი, დამშოშმინებელი) – იდეოლოგია, პოლიტიკა და საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებიც პრინციპულად ილაშქრებენ ყოველგვარი ომების წინააღმდეგ. ანტისაომარი მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულება.

პაციფიზმი გმობს და უარყოფს ყოველგვარ ომს, როგორც აბსოლუტურ ბოროტებას; ასაბუთებს, რომ აუცილებელი და შესაძლებელია დამკვიდრდეს საყოველთაო მშვიდობა კაცობრიობის მორალური სრულყოფის მეშვეობით; ქადაგებს ნებაყოფლობით უარს ძალადობის ყოველგვარ ფორმაზე; გამოდის გამალებული შეიარაღების წინააღმდეგ, სახელმწიფოების სამხედრო აქტიურობის აღკვეთის მოთხოვნით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.

თანამედროვე პაციფისტურ მოძრაობაში არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომლებიც განსხვავდებიან მსოფლმხედველობრივი პოზიციებით და პრაქტიკული საქმიანობის ფორმებით – ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობით დაწყებული და ბოროტებისადმი აქტიური, მაგრამ არაძალადობრივი წინააღმდეგობით დამთავრებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები