პახტუსოვი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეტრე პახტუსოვი – (რუს. Пётр Кузьми́ч Па́хтусов, 1800-1835), რუსი პოლარული მკვლევარი, ჰიდროგრაფი.
პირველად იმოგზაურა 1824 წ. როდესაც მიიღო მონაწილეობა ექსპედიციაში, რომელსაც დავალებული, ჰქონდა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ნაპირების აღწერა პეჩორიდან კუნძულ ვაიგაჩამდე. 1826 წელს იმოგზაურა პეჩორიდან თეთრ ზღვამდე. 1827-1831 წ.წ. რეინეკეს ხელმძღვანელობით გამოიკვლია თეთრი ზღვა. 1832-1833 წ.წ. მან იმოგზაურა ორანძიანი ნავით „ნოვაია ზემლია“-თი, რათა მოეხდინა ახალი მიწის სამხრეთი კუნძულის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაპირების აღწერა. 1834 წ. ორანძიან ხომალდზე „კროტიე" და „კაზაკოვ“-ზე იმოგზაურა მატოჩკინ-შარის რაიონში, ახალი მიწის აღმოსავლეთ ნაპირებთან და მიაღწია კონცხ „დალნი"-ს.