პა დაკსიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პა დაკსიონი – (ფრანგ. pas d'acion), გაშლილი საცეკვაო–პანტომიმური მოქმედება, რომლის დროს ხდება საბალეტო სპექტაკლის ძირითადი დრამატურგიული კვანძების გახსნა, მასში მონაწილეობენ მთავარი მოქმედი პირები, აგრეთვე ეპიზოდური, დამხმარე პერსონაჟები, რომლებიც აადვილებენ საცეკვაო-მიმიკურ ფორმაში გადმოცემული სიუჟეტის გაგებას. პა დაკსიონში შეიძლება მონაწილეობდნენ კორდებალეტი და მიმისტებიც: მაშინ მთელი სცენა ჩაებმება მოქმედებაში.