პა დე დე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პა დე დე – (ფრანგ. pas de deux - ორთა ცეკვა <pas - ნაბიჯი, ცეკვა და deux - ორი), ბალეტში მიღებული ერთ-ერთი ძირითადი ფორმა. საბალეტო პა დე დე-ს სტრუქტურა ასეთია: საერთო გამოსვლა, ადაჟიო (ლირიკული ნაწილი წყვილის შესრულებით), ალეგრო – ორი ვარიაცია (მოცეკვავე ქალისა და ვაჟის სოლო) კოდა (ერთობლივი დასკვნა).