პა დე შა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პა დე შა – (ფრანგ. pas de chat ან saut de chat. კატის ნაბიჯი), ხტომითი მოძრაობით მიბაძვა კატის გრაციოზული ნახტომისათვის: მოცეკვავე ქალი მორიგეობით უკუაგდებს მოხრილ ფეხებს და აკეთებს ძალიან მსუბუქ ნახტომს. პა დე შა-ს შესრულება შეიძლება წინ ან უკან.