პედალი (მუსიკალური საკრავის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პედალი – (ფრანგ. Pedale, laT Pedalis), სპეციალური ფეხით სამართავი მოწყობილობა მუსიკალური ინსტრუმენტებისა, რომელიც: 1. ცვლის წყობას (არფა, ლიტავრები), 2. ცვლის რეგისტრს (ორგანი), 3. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფორტეპიანოსათვის. მარჯვენა პედალი აძლიერებს და აგრძელებს ბგერას, ამდიდრებს ჟღერადობას, მარცხენა პედალი აჩუმებს ბგერას და ცვლის ტემბრს.