პელამიდების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პელამიდების (პელამისების) ოჯახი – Cubiidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: პალამიდისებრნი

თევზების ოჯახი სკუნბრიასნაირთა რიგისა. სხეულის ფორმა მსხვილი თითისტარისებურია. დაფარულია წვრილი ქერცლით, რომელიც მკერდის ფარფლის არეში უფრო მსხვილია და ეგრეთ წოდებულ „კორსეტს“ ჰქმნის. თავი კონუსისებური ფორმისაა, კუდის ღერო წვრილია, ზურგის ორი ფარფლი აქვს. აქედან პირველი ფართო ფუძისაა და კუდის მიმართულებით თანდათანობით დაბლდება, მეორე ვიწრო ფუძიანია და ამოკვეთილია, ისიც თანდათანობით დაბლდება კუდის მიმართულებით. ზურგის მეორე და ანალურ ფარფლებს უკან, რომელთა რაოდენობა 6-ს არ აღემატება, განლაგებულია დამატებითი პატარა ფარფლები. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქვემოთაა. მკერდის ფარფლები მაღლა სხედან, კუდის ღეროს გვერდებზე შუალედური კანოვანი ტრობია.

პელამიდები ტროპიკულ და თბილ ზღვებში ფართოდაა გავრცელებული, ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში შავ და იაპონიის ზღვებში გვხვდება.

პელამიდების ოჯახში7 გვარია გაერთიანებული, რომელთაგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში მოიპოვება ორი გვარი ორი სახეობით.



წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები