პეპინ-ლონდონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლონდონის პეპინი

პეპინ-ლონდონი(Calville du roi, Reinette du roi, Citron d’hiver, kõenig’s Reinette) „პეპინ-ლონდონის“ ძველთაძველი ევროპული ვაშლის ჯიშია, რომელსაც ევროპაში თეთრი კალვილის მაგიერ ამრავლებენ, რადგანაც ზამთრის თეთრი კალვილი ყველგან და ყველა გარემო პირობებში კარგად არ გვარობს, სამაგიეროდ ეს ჯიში კი იძლევა რა საკმაოდ მაღალხარისხიან ნაყოფს, ენაცვლება პირველს მთელ რიგ რეგიონებში. სიმირენკო, თავის კლასიკურ ნაშრომში «Крымское промышленное плодлводство', „კოროლევსკი კალვილს“ და პეპინ-ლონდონისას სხვადასხვა ჯიშებად სთვლის და დიდ მსგავსებას კი ხედავს მათ შორის. ზემოაღნიშნული ორი სახელწოდებით ჩვენში ერთიდაიგივე ჯიშია გავრცელებული.

ჩვენში პრაქტიკოსებიც ამ ორ სახელწოდებით ერთსადაიმავე ვაშლის ჯიშს გულისხმობენ. „პეპინ–ლონდონის“ საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ჯიშია, ისიც მხოლოდ ქართლში გვხვდება, სხვაგან კი არსად.

ახალ ნარგავებში მას ადგილი არ აქვს დათმობილი.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, იშვიათად მსხვილი, პოლიმორფული, ხშირად არასიმეტრიულად განვითარებული, ხუთწახნაგოვანი, კალვილებისათვის დამახასიათებელი გარეგნობის. ნაყოფი უფრო ხშირად მომრგვალო–კონუსისებრი მოყვანილობისაა, ჯამთან ძლიერ ამომჯდარი განცალკევებული წახნაგებით, როგორც თეთრი კალვილის ნაყოფს აქვს. სუსტ საძირეებზე ნაყოფი მეტად მსხვილი იზრდება და წახნაგოვნობა მთლად უსუსტდება. არ სცვივა. ქეცით ძლიერად არ ავადდება. საწყობებში მწარე სიდამპლით ავადდება. ჯამი დახურულია ან ნახევრად დახურული და ზის ვიწრო, ნაოჭიან და არაღრმა ღრუში.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა და სქელი, ზის ღრმა და ვიწრო ღრუში, რომელიც ჟანგაროს ხალებითაა დაფარული.

ნაყოფის კანი მკვრივია, გლუვი და პრიალა; სრული სიმწიფისას ცხიმოვანი ხდება. ძირითადი შეფერვა ნამჯისფერ–ყვიტელია, მზის მხარეზე კი მოწითალო ლოყა უჩნდება, რაც მეტად ლამაზ ელფერს აძლევს ნაყოფს.

ნაყოფის ხორცი' მოყვითალო-თეთრია, მკვრივი, მაგრამ ნაზი. სრული სიმწიფისას ფხვიერი, სასიამოვნო მომჟაო–მოტკბო გემოსი ხდება და ნაზ ბუკეტს ღებულობს. მოხმარებითი სიმწიფე უდგება დეკემბერში და სძლებს აპრილამდე.

ხე იზრდება საშუალოდ და ინვითარებს საკმაოდ კომპაქტურ ვარჯს, ნაკლებ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს. მსხმოიარობაში ადრე შედის და ხანგრძლივად არ ცოცხლობს. თეთრ კალვილთან შედარებით უხვმოსავლიანია. საინტერესოა, როგორც ძვირფასი ხარისხის და ლამაზი ნაყოფის მომცემი ჯიში ნაგალა კულტურების წარმოებისას.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები