პერიმეტრი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერიმეტრი – ჩაკეტილი კონტურის სიგრძე. მრავალკუთხედის პერიმეტრი ეწოდება მისი ყველა გვერდის სიგრძეთა ჯამს.
სიტყვა περιμετροζ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან περι – „ახლოს“ და μετρειν – „გაზომვა“. ამ ტერმინს იყენებდნენ არქიმედე, ჰერონი, პაპი. გეომეტრიის რუსულ სახელმძღვანელოებში XIX ს-ის ბოლოს (1876) ერთნაირი მნიშვნელობით იყენბდნენ ტერმინებს „პერიმეტრი“ და „გარსშემოვლა“.