პერიოდი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერიოდი – მუსიკალური ნაგებობა, რომელშიც გადმოცემულია მეტნაკლებად დასრულებული მუსიკალური აზრი. პერიოდი ჩვეულებრივ შედგება 2 წინადადებისაგან (4 ან 8 ტაქტიანი), რომლებიც იყოფიან ფრაზებად. განარჩევენ განმეორებადი და არაგანმეორებადი აგებულების პერიოდს; პერიოდი, შეიძლება იყოს არასიმეტრიული, გაფართოებული მე-2 წინადადებით; გვხვდება აგრეთვე 3 წინადადებიანი პერიოდი. პერიოდი შეიძლება იყოს ერთტონალური და მოდულირებული; პერიოდი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მუსიკალური ნაწარმოების მონაკვეთს, ისე ჰომოფონიური მუსიკის დამოუკიდებელ უმარტივეს ფორმას.