პერიოდული მოქმედების ქვის ღუმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერიოდული მოქმედების ქვის ღუმელი − ღუმელი, აგებული მასიური აგურის წყობითა და მნიშვნელოვანი მოცულობის ქვებით, რაც იცავს გარე კედლებს გადახურებისგან და დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოს. ქვის ნაყარი ღუმლის ქვედა ზონაში ცხელდება 1000°C-მდე, ხოლო ზედა ნაწილში – 500°C-მდე. ასეთ ტემპერატურაზე ჭვარტლი სრულად იწვება და საკვამლე მილში შედარებით სუფთა წვის აირები მიედინება. თუ ქვები გამოყოფილია კვამლსადენი აირებისაგან ფილით, მაშინ ის გამოიყენება როგორც მუდმივი, ისე პეროდული მოქმედების რეჟიმში.