პერიფერიული ფაციალისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერიფერიული ფაციალისი, (სახის ნერვის პარეზი) — მისი და შუა ყურის ანატომიური სიახლოვის გამო, ოტოლოგიურ ნიშანს წარმოადგენს. როდესაც, ტრავმის დროს, ფაციალისი აშკარაა, უნდა ვიფიქროთ ქალას ფუძის მოტეხილობაზე. თუმცა, შესაძლოა ფაციალისი უბრალო კომოციოს დროსაც გამოვლინდეს. როდესაც ქალას ფუძის ტრავმებთან გვაქვს საქმე, სახის სხვა დაზიანებების ან ზოგადი კომატოზური მდგომარეობის გამო, შესაძლოა დროულად ვერ დაისვას ფაციალისის დიაგნოზი. ეს ართულებს ნერვის რეგენერაციის პროგნოზს, რადგან სახის ნერვის პარეზი ტრავმების დროს, მისი გადაკვეთით ან კომპრესიით აიხსნება. ორივე შემთხვევაში, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა: ნერვის რეკონსტრუქცია ან დეკომპრესია.

ქირურგიული ჩარევის საჭიროება რიგი ნიშნების მიხედვით უნდა გადაწყდეს:

— პარეზის ხარისხი;
— პროგრესირება;
— პირველადი ფაციალისი;
— პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობა;
— სმენის ხარისხი;

როდესაც საქმე გვაქვს მეორად ნაწილობრივ ფაციალისთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი პროგნოზი კარგია, განსაკუთრებით თუ ადრეულად დავნიშნავთ ადეკვატურ, კორტიკოიდულ თერაპიას.

როდესაც პირველადი ტოტალური ფაციალისი და სმენის დაქვეითება გვაქვს, მაშინ ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა ცალსახაა. მისი მიზანი არის ნერვის დეკომპრესია-რეკონსტრუქცია და სასმენი ძვლების ჯაჭვის აღდგენა ან მენინგეალური ნაპრალის დახურვა.

ყველა ამ შემთხვევაში, CT კვლევა აუცილებილია, რათა წინასწარ ვიცოდეთ ანატომია და დაზიანების ხარისხი.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები