პერსონალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერსონალიზმი − თანამედროვე ფილოსოფიის ეგზისტენციალურ-თეისტური მიმდინარეობა, რომელიც პიროვნებას ადამიანის არსებობის უმაღლეს ფორმად აღიარებს. მთელი რეალობა პერსონათა სხვადასხვა ფორმებისაგან შედგება; სხვადასხვა დონის პერსონები ქმნიან იერარქიას, რომელსაც აგვირგვინებს ყოვლისმომცველი პერსონა − ღმერთი. მხატვრული შემოქმედება ადამიანურ პერსონათა ყოფიერების მისტიკური მხარეა, რომელიც მიუწვდომელია რაციონალური აზროვნებისთვის, ამასთან, მხატვრული ნაწარმოები ადამიანური პერსონის აბსოლუტურად უნიკალური თვითგამოვლენაა, თვითონაც ერთგვარი პერსონაა, ოღონდ მოკლებული დამოუკიდებელი სიცოცხლის უნარს, რასაც ის იძენს ცოცხალ პერსონებთან კონტაქტში – კითხვის, მოსმენის ან ჭვრეტის სახით.