პერსონა ნონ გრატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერსონა ნონ გრატა – (ლათ. Persona non grata – არასასურველი პირი), დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრი, რომელიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ განიხილება როგორც არასასურველი პირი. ამა თუ იმ პირის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მოტივი შეიძლება გახდეს მოცემული პირის მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს საჯარო კრიტიკა, ნებისმიერი სხვა ფორმით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მისი კანონებისა და ჩვეულებების უპატივცემულობა, დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენება, დიპლომატიური ეტიკეტის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დარღვევა და ა.შ. ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 თანახმად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ატყობინებს მაკრედიტებელ სახელმწიფოს მოცემული პირის პერსონა ნონ გრატა გამოცხადების შესახებ და არ არის ვალდებული მოტივაცია გაუკეთოს თავის გადაწყვეტილებას, დიპლომატის არასასურველ პირად გამოცხადების შემთხვევაში გამგზავნმა სახელმწიფომ უნდა გამოიწვიოს მოცემული პირი ან შეუწყვიტოს წარმომადგენლობაში თავისი ფუნქციების შესრულება. პერსონა ნონ გრატა, შეიძლება დარჩეს ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ კერძო პირის სახით. ვენის კონვენციის მე-9 მუხლი აცხადებს, რომ ესა თუ ის პირი შეიძლება გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები