პერფორატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერფორატორი – (ლათ. perforo გავბურღავ), საბურღი ჩაქუჩის დასახელება.
ელექტროპერფორატორის დანიშნულებაა სხვადასხვა დიამეტრის ნახვრეტის გაბურღვა აგურის წყობაში, ბეტონში, კირქვასა და საშუალო სიმტკიცის ქანებში მიწის, ბურღვა-აფეთქების, რკინაბეტონის, ბეტონისა და საგზაო სამუშაოების წარმოების დროს. პერფორატორი მუშაობს დარტყმა-ბრუნვითი ბურღვის პრინციპით: იარაღის უწყვეტი ბრუნვა ერთდროულად სტატიკური ღერძული ძალის მოდებით და დარტყმითი იმპულსით ბურღის ბოლოზე ერთეული დარტყმებით აღძრული ენერგიის ხარჯზე. ამასთან იარაღი მოძრაობს საფეხურებიან ხრახნულ ხაზზე. პერფორატორი შეიძლება იყოს მრავალი დანიშნულების: გამომთვლელი, ელექტროსარტყამი, მბრუნავი, პნევმატიკური, ტელესკოპური, ჩაქუჩა, ხელისა და სხვ.