პეტენი ფილიპ
ანრი ფილიპ პეტენი – (1856-1951), საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. კადრის ოფიცერი.
1878 დაასრულა სენ-სირის სამხედრო სასწავლებელი, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი პირველი მსოფლიო ომის დროს.
1914 წლის სექტემბერში მარნის ბრძოლის დროს ხელმძღვანელობდა ქვეითი ჯარის ბრიგადას;
1915 წლის მაისში – დივიზიას,
1915 წლის ივნისიდან 1916 წლის აპრილამდე – მეორე ფრანგულ არმიას, რომელიც იცავდა ვერდენს.
1916 წლის მაისიდან დაინიშნა არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ სარდლად.
1917 აპრილში გახდა გენერალური შტაბის უფროსი
1917 წლის მაისში საფრანგეთის არმიის მთავარსარდლის პოსტზე შეცვალა გენერალი რ. ნიველი.
1918 წლის ნოემბერში პეტენს მიენიჭა მარშლის წოდება.
1920-31 იყო საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ამავდროულად (1922-დან) არმიის გენერალური ინსპექტორი.
1925-26 ხელმძღვანელობდა ფრანგულ ნაწილებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რიფების აჯანყების ჩახშობაში (ესპანეთის მაროკო).
1934 წლის თებერვალ-ნოემბერში – სამხედრო მინისტრი.
1934-40– ელჩი ესპანეთში.
მეორე მსოფლიო ომის დროს პეტენი, 1940 მაისში გახდა საფრანგეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი
16.IV 1940 – პრემიერ-მინისტრი. პეტენმა უარი თქვა გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე და ხელი მოაწერა კომპიენის დაზავებას (22.VI.1940).
1940-44 პეტენი სათავეში ედგა „ვიშის მთავრობას“ სახელმწიფოს მეთაურის რანგში (1942-მდე მას ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტიც). პეტენი სასტიკად ებრძოდა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს და ყოველმხრივ თანამშრომლობდა გერმანელებთან.
1944 წლის აგვისტოში საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ პეტენმა თავი შეაფარა გერმანიას,
1945 წლის აპრილში იგი დააპატიმრეს, ხოლო 1945 წლის აგვისტოში საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ მას მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ შემდგომში განაჩენი შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით და ყველა უფლების ჩამორთმევით.