პეტერბურგის კონვენცია 1772
პეტერბურგის კონვენცია 1772 − რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის (რეჩ პოსპოლიტას პირველი გაყოფის შესახებ), – ხელმოწერილ იქნა აგვისტოში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის გრაფ ნ. პანინის, პრუსიის წარგზავნილის გრაფ სოლმსისა და ავსტრიის წარგზავნილის თავად ლობკოვიჩის მიერ.
რეჩ პოსპოლიტას გაყოფის ინიციატორი იყო პრუსია, რომელიც დიდი ხანია ესწრაფოდა ბრანდენბურგსა და აღმოსავლეთ პრუსიას შორის განლაგებული პოლონური მიწების მიტაცებას. პოლონეთის გაყოფის წინადადებით პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ის მიერ რუსეთისადმი მიმართვა მოხდა შვიდწლიანი ომის დასასრულიდან ცოტა ხნის შემდეგ. მაგრამ ეს წამოწყება გადაჭრით უარყო რუსეთმა, რომელიც თავისი მნიშვნელოვანი გავლენის ზონაში აპირებდა პოლონეთის ჩართვას. მაშინ, პრუსიამ ისარგებლა პოლონეთში წამოწყებული არეულობით, (ანტირუსული კონფედერაციის შექმნა 1768) და დაიპყრო დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო რაიონები, პომერანიის სავოევოდოს ნაწილი. ავსტრიისა და საფრანგეთის მიერ 1768 პროვოცირებულმა რუსეთ-თურქეთის ომმა , (რომელიც ცენტრალურ ევროპაში რუსეთის გავლენის შესუსტებაზე იყო გათვლილი), ფრიდრიხ II-ის აზრით, სასურველი მდგომარეობა შექმნა პოლონეთის გასაყოფად, პოლონეთი აფერხებდა რუსეთის ძალების თავმოყრას სამხრეთში, რასაც რუსეთი უფრო დამთმობი უნდა გაეხადა.
1769 წლის თებერვალში ფრიდრიხ II-მ პეტერბურგში გაგზავნა „გრაფ ლინარის გეგმის“ სახელით ცნობილი გაყოფის პროექტი, თუმცა რუსეთის მთავრობისაგან პრუსიას თანხმობა არც ამჯერად მიუღია. ამავდროულად რუსეთ-თურქეთის ომში რუსებმა ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, რამაც გამოიწვია მათი ჯარების მიერ დუნაისპირა სამთავროების (მოლდავეთისა და ვლახეთის) დაკავება. ფრიდრიხ II, რომელსაც თურქეთის ხარჯზე რუსეთის გაძლიერებისა ეშინოდა, ცდილობდა მიეღწია გამარჯვებულებისაგან დამარცხებულთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების შერბილებისათვის, ამის სანაცვლოდ ის სთავაზობდა ეკატერინე II-ს „მიეღო სანაცვლო პოლონეთის საზღვრისპირა მხარეებიდან“ ამას, თავის მხრივ, ხელ-ფეხი უნდა გაეხსნა პრუსიისათვის, ეწარმოებინა ანალოგიური ქმედებები, როგორც საზღაური იმ სუბსიდიებისა, რომელსაც იგი (სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე) უხდიდა რუსეთს ამ უკანასკნელის თურქეთთან ომის განმავლობაში.
რეჩ პოსპოლიტას გაყოფაზე რუსეთის თანხმობისათვის რომ მიეღწია, ფრიდრიხ II-მ დაიწყო დაახლოება ავსტრიასთან, რომელსაც აქეზებდა რუსეთის მიმართ მტრული გამოხდომებისაკენ. 1770 ავსტრიამ დაიკავა პოლონეთის რამდენიმე სასაზღვრო რაიონი და ცოტა ხნის შემდეგ (6.VI.177I) დაამყარა კავშირი სულთანთან რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევისათვის, თუკი ეს უკანასკნელი არ შეარბილებდა თავის მოთხოვნებს თურქეთის მიმართ. რუსეთის მთავრობა ითვალისწინებდა რა ავსტრიისა და პრუსიის დაახლოებასა და თურქეთის მხრიდან მათი მხარდაჭერის საფრთხეს, ბოლოსდაბოლოს დათანხმდა განეხილა რეჩ პოსპოლიტას გაყოფის საკითხი და მიანიჭა პრუსიას შუამავლის როლი მასა და ავსტრიას შორის, რათა გაეადვილებინა ამ უკანასკნელთან დაახლოება. ეკატერინე II დათანხმდა, ხელი აეღო მოლდავეთისა და ვლახეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნისაგან, შეინარჩუნა რა თურქეთის მიმართ წაყენებული ზავის ყველა დანარჩენი პირობა. 1772 წლის 28 იანვარს ავსტრიას მისცა პრინციპული თანხმობა რეჩ პოსპოლიტას გაყოფის თაობაზე.
1772 წლის 17 თებერვალს ნ.ი. პანინმა და ვიცე-კანცლერმა თავადმა ა. გოლიცინმა ახალი მოლაპარაკებების შედეგად პეტერბურგში სოლმსთან ერთად ხელი მოაწერეს საიდუმლო კონვენციას, რომელიც აყენებდა წინასწარ პირობებს რეჩ პოსპოლიტას გაყოფის თაობაზე. ეს კონვენცია შემუშავებულ იქნა ერთი თვით ადრე (15.11.1772), რათა შესაძლებელი ყოფილიყო მასზე, როგორც დოკუმენტზე, დაყრდნობა. ეს იმის პირობებს ქმნიდა, რომ ავსტრია განეხილათ როგორც გაყოფის პროცესში მოგვიანებით ჩართული სახელმწიფო და ამის შესაბამისად მოეპყრობოდნენ მის მოთხოვნებსაც. პრუსია და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მოეწვიათ ავსტრია გაყოფაში მონაწილეობის მისაღებად და უარის შემთხვევაში განეხორციელებინათ გაყოფა ამ უკანასკნელის გარეშე. ცალკე, მკაცრად გასაიდუმლოებულ მუხლში, რუსეთი და პრუსია ვალდებულებას იღებდნენ იარაღით დახმარებოდნენ ერთმანეთს, თუკი ავსტრია თავს დაესხმოდა ერთ-ერთ მათგანს.
ავსტრიის მთავრობა სპეციალური აქტით შეუერთდა რუსეთ-პრუსიის კონვენციას იმ პირობით, რომ გაყოფის წილი სამივე სახელმწიფოსათვის თანაბარი უნდა ყოფილიყო. რეჩ პოსპოლიტას გაყოფის მონაწილე ქვეყნების ჯარები შევიდნენ პოლონეთში და დაიკავეს ის რაიონები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ. რუსეთის ზეწოლის შედეგად პრუსია იძულებული გახდა, უარი ეთქვა გდანსკსა და ტორუნზე.
1772 პეტერბურგში, გაყოფის საბოლოო პირობების შესამუშავებლად, დაიწყო მოლაპარაკება, რომლის მსვლელობისას პრუსიისა და ავსტრიის მოთხოვნები მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. პეტერბურგის კონვენცია ხელმოწერილ იქნა 5.VIII. 1772, გაფორმებული იყო როგორც ცალმხრივი აქტები, რომლებიც მოლაპარაკებულმა მხარეებმა ერთმანეთთან გაცვალეს. რუსეთმა მიიღო ახალი საზღვარი მდ. დვინზე, დნეპრსა და პრუტზე, შემოიერთა დასავლეთ ბელორუსია და რეჩ პოსპოლიტას კუთვნილი ლივონიის ტერიტორია – სულ დაახლ. 93 ათასი კვ. კმ. 1300 ათასი მცხოვრებით. ავსტრიამ მიიღო ოსვენციმისა და ზატორის სამთავროები, რომლებიც ვისლის დასავლეთით მდებარეობდნენ, აგრეთვე კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოს ნაწილები, ბელმის სავოევოდო და პოდოლსკის სავოევოდოს ნაწილი, სულ დაახლ. 83 ათას. კვ. კმ. 2650 ათასი მცხოვრებით; პრუსიამ მიიღო ვარმის სამთავრო, პომერანიის სავოევოდო გდანსკის გარეშე, მალბორგის, სელმის სავოევოდოები ტორუნის გარეშე, ინოეროცლავისა და გნეზნის სავოევოდოების უმეტესი ნაწილი, აგრეთვე პოზნანის სავოევოდოს ნაწილი, სულ 36 ათასი კვ. კმ. 580 ათასი მცხოვრებით. მხარეებმა ერთმანეთს გაუცვალეს გარანტიები ახლად მოპოვებულ სამფლობელოებზე და პირობა დადეს, ერთად ემოქმედათ პოლონეთის მთავრობასთან მოლაპარაკებაში. რათა ამ უკანასკნელს მიეღო კონვენციის პირობები. რაკი რუსეთმა უარი თქვა ვლახეთისა და მოლდავეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე, ავსტრიამ და პრუსიამ იკისრეს თანადგომა გაეწიათ რუსეთისათვის თურქეთთან ზავის დადებაში.
პეტერბურგის კონვენციის დადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამივე სახელმწიფომ გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც წამოყენებული იყო რეჩ პოსპოლიტას გაყოფის საფუძვლები: რუსეთის მხარე ბრალს სდებდა პოლონეთს მისადმი მტრულ მოქმედებაში, რუსეთის საზღვრისპირა მიწების უკანონო მითვისებაში და მის მიმართ თურქეთის წაქეზებაში. რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები განიხილებოდა, როგორც პოლონეთისაგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია. მიწები, რომლებიც რუსეთს მიეკუთვნა, წარმოადგენდნენ რუსებითა და ბელორუსებით დასახლებულ მხარეებს, წარსულში დაპყრობილს ლიტვურ-პოლონური სახელმწიფოს მიერ. ის მიწები, სადაც პოლონური მოსახლეობა სჭარბობდა, რუსეთის კუთვნილებაში არ გადასულა. პრუსიამ, ეყრდნობოდა რა იმ ფაქტს, რომ მის მიერ შემოერთებული სამფლობელოები XIII-XV სს. ეკუთვნოდა გერმანიის რაინდ ელ ორდენს, განაცხადა, რომ ტერიტორიული პრეტენზიები დამყარებულიყო „ისტორიულ უფლებაზე“. პრუსიას გადაეცა მხარეები, სადაც მცხოვრებთა აბსოლუტურ უმრავლესობას პოლონელები შეადგენდნენ. ავსტრიის მხარე, მის მიერ დაკავებული ტერიტორიების გარშემო, მხოლოდ თავისი, თითქოსდა, ძველი უფლების ზოგადი მინიშნებით შემოიფარგლებოდა. მას გადაეცა ტერიტორია, რომელიც დასახლებული იყო პოლონელებითა და უკრაინელებით.
როდესაც (18.IX.1772) სამი სახელმწიფოს ელჩებმა თავიანთი შეთანხმების შესახებ აცნობეს პოლონეთის მთავრობას, ამ უკანასკნელმა პროტესტი განაცხადა მათი ამ ქმედების მიმართ, განსაკუთრებული პროტესტი იყო გამოთქმული პრუსიისა და ავსტრიის მიერ ძირძველი პოლონური მიწების დასაკუთრების გამო. დახმარების თხოვნით პოლონელებმა მიმართეს ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ თანადგომას ვერ მიაღწიეს. ინგლისმა, რომელიც იმ დროს საფრანგეთის წინააღმდეგ რუსეთთან კავშირს ესწრაფოდა, უარი განაცხადა პოლონეთის საქმეებში ჩარევაზე, საფრანგეთმა კი სამი ქვეყნის საერთო ბლოკის წინააღმდეგ მარტო გამოსვლა ვერ გაბედა. რუსეთი, პრუსია და ავსტრია ძალას ატანდნენ პოლონეთის მთავრობას, მიეღწიათ მისგან მიტაცებული მიწების ფორმალური და გარეგნულად ნებაყოფლობითი დათმობისათვის, რათა პოლონეთის მხარეს შემდგომში პროტესტის საფუძველი არ ჰქონოდა. სამი ელჩის მოთხოვნით პოლონეთის მეფემ სტანისლავ ავგუსტმა მოიწვია კონფიდენციალური სეიმი (19.I V.1773). რომელსაც უნდა ეცნო მომხდარი გაყოფა, ვარშავაში ჯარების შეყვანის მუქარით გამოითხოვეს სეიმის შემადგენლობიდან დელეგაცია, რომელიც უფლებამოსილი იყო სეიმის სახელით მიეღო გადაწყვეტილება. დელეგაციის მუშაობისას პრუსიამ და ავსტრიამ მოულოდნელად დამატებითი პირობები წამოაყენეს, პრუსიამ მიაღწია მიწების დამატებით შეერთებას მდინარე ნოტეცის ზემო დინებაში, მაგრამ ვერ შეძლო გდანსკის შემოერთება რუსეთის პროტესტის გამო. პოლონეთ-ავსტრიის საზღვრის საკითხი (ავსტრია მოითხოვდა მის გატარებას მდინარე ზბრუჩზე) ცალკე უნდა გადაწყვეტილიყო ერთობლივი პოლონურ-ავსტრიელი სასაზღვრო კომისიის მიერ (საბოლოოდ საზღვარმა გაიარა მდ. ზბრუჩზე, 1777). 18.1X.1773 სეიმის დელეგაციამ რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის სასარგებლოდ უარი იქვა კონვენციით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე. 30.1X.1773 ეს მოლაპარაკებები რატიფიცირებულ იქნა სეიმის მიერ, სოლო 8.XI.1773 – სტანისლავ ავგუსტის მიერ. 1775 სეიმმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც, მცირედი ცვლილებების გარდა, იმეორებდა „კარდინალურ კანონებს“, შემუშავებულს ვარშავაში 1768 რუსეთ-პოლონეთის მოლაპარაკებაზე. რეჩ პოსპოლიტას სისუსტის დამამტკიცებელი ამ დოკუმენტის დაცვა თავს იდო რუსეთმა, რომელმაც განსაკუთრებული აქტით უზრუნველყო „კარდინალური კანონების“ გარანტირება.