პეტერბურგის კონვენცია 1801

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტერბურგის კონვენცია 1801 – პეტერბურგის კონვენცია 1801 (საზღვაო) რუსეთსა და ინგლისს შორის, ხელმოწერილი იქნა 17.VI გრაფ ნ.პ. პანინის და ლორდ სენტ-ელენს შორის, როგორც 1800 წარმოშობილი რუსულ-ინგლისური კონფლიქტის მომწესრიგებელი დოკუმენტი.

ინგლისის მიერ კუნძულ მალტის მიტაცებამ და მისმა მცდელობამ, განედევნა ხმელთაშუა ზღვიდან საფრანგეთი და რუსეთი, იძულებული გახადა პავლე I, გაეწყვიტა ინგლისთან დიპლომატიური ურთიერთობა, სეკვესტრი დაედო ინგლისურ ხომალდებსა და ქონებაზე რუსულ პორტებში და სასწრაფოდ შესდგომოდა ინგლისელების წინააღმდეგ ახალი, შეიარაღებული ნეიტრალური ლიგის ჩამოყალიბებას. მასში შევიდნენ დანია, შვედეთი და პრუსია, რომლებიც ასევე ზარალდებოდნენ ინგლისის საზღვაო ბატონობისგან. რუსეთსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ინგლისის ფლოტმა 2.IV.1801 დაბომბა კოპენჰაგენი და შევიდა ბალტიის ზღვაში.

ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ ინგლისსა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. პეტერბურგის კონვენციის თანახმად, ინგლისმა ცნო ნეიტრალური სახელმწიფოების თავისუფალი ვაჭრობის უფლება იმ პირობით, რომ თვითონ ექნებოდა უფლება შეუფერხებლად შეემოწმებინა მათი სავაჭრო გემები.

განსაკუთრებული გასაიდუმლოებული მუხლით ინგლისის მთავრობამ თავს იდო, გაეყვანა თავისი ესკადრა ბალტიის ზღვიდან. პეტერბურგის კონვენციას აგრეთვე საზღვარი უნდა დაედო საზღვაო ბლოკადის გამოცხადების საკითხში გამეფებული თვითნებობისათვის, მაგრამ მოლაპარაკებების მსვლელობისას ინგლისის ელჩმა მოატყუა პანინი, დაამახინჯა რა შესაბამისი მუხლის ტექსტი. თავდაპირველ რედაქციაში რომელიმე პორტის ბლოკირების საფუძვლად ითვლებოდა მასში მეომარი სახელმწიფოს ხომალდების ყოფნა, საბოლოო ტექსტში კი ბლოკირების საფუძვლად ჩაითვალა მეომარი სახელმწიფოს გემების ყოფნა პორტში ან მის ახლოს. ეს საშუალებას იძლეოდა ადვილად დარღვეულიყო ბლოკადის გამოცხადების შეზღუდვის პრინციპები.

8.X.1801 მოსკოვში ხელმოწერილ იქნა პეტერბურგის კონვენციის დამატებითი მუხლები, რომელთა მიხედვითაც ის ვაჭრები, რომლებიც დაზარალდებოდნენ არასწორი სეკვესტრის შედეგად, უფლებას იღებდნენ, მიეღოთ სამაგიერო. რუსეთის წინადადებით კონვენციას შეუერთდნენ დანია და შვედეთი, რაც გაფორმებულ იქნა შესაბამისი აქტებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები