პეტრიაშვილი გენო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი — (დ. 1 აპრილი, 1994, სოფელ ნულიში (ზნაურის რაიონი), ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (+125 კგ). 2016 წლის რიო­ დე ­ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშების ­ ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2017, 2018), ვერცხლის პრიზიორი (2018) და ორგზის მესამე პრიზიორი (2013, 15), ევროპის ჩემპიონი (2016) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 15), პირველი ევროპული თამაშების (2015) მესამე პრიზიორი. ევროპისა (2017) და მსოფლიოს პირველობების გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის (2017).

2016 წლის ოლიმპიური თამაშები

+125 კგ, 20 მონაწილე
1. ტაჰა აკგული (თურქეთი)
2. კომეილ გასემი (ირანი)
3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
3. იბრაჰიმ საიდოვი (ბელარუსი)
I წრე ­ წმინდად (3,47 ) მოუგო დიმიტარ კუმჩევს (ბულგარეთი); II წრე ­ ქულებით (11:6) სძლია ალენ ზასეევს (უკრაინა); III წრე - ქულებით (4:4, მაგრამ მეტოქის ორქულიანის უპირატესობით) დათმო კომეილ გასემისთან (ირანი); IV წრე ­ ქულებით (9:2) დაამარცხა კორეი ჟარვისი (კანადა); V ­ წრე წმინდად (0,31) გაიმარჯვა ტრეველ დლაგნევთან შეხვედრაში (აშშ).





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები