პეტროგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტროგრაფია –(ბერძ. pétros ქვა, კლდე და gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), პეტროლოგიის დარგი, რომელიც დაწვრილებით აღწერს სამთო ქანებს, სწავლობს ქანების ქიმიურ და მინერალოგიურ შედგენილობას, გავრცელებისა და წარმოქმნის კანონზომიერებებს, სტრუქტურას, განლაგების ფორმებსა და სხვ.

პეტროგრაფიული კვლევა იწყება საველე პირობებში და ითვალისწინებს აგრეთვე, ლაბორატორიული ნიმუშების მაკროსკოპიულ აღწერილობას. პეტროგრაფისათვის ყველაზე საჭირო ინსტრუმენტს წარმოასდგენს პეტროგრაფიული მიკროსკოპი. ქანის წარმოქმნის შესწავლისათვის აუცილებელია მინერალის მიკროსტრუქტურისა და სტრუქტურის დეტალური ანალიზი. მათ გარდა, თანამედროვე პეტროგრაფულ ლაბორატორიებში გამოიყენება ცალკეული მარცვლების ელექტრომიკროზონდური ანალიზი, ქანების ქიმიური ანალიზი ატომური აბსორბციის მეთოდით, რენტგენური ფლუორესცენცია, ლაზერული სპექტროსკოპია, რენტგენული დიფრაქცია და სხვ. საქართველოში პეტროგრაფიული კვლევის ფუძემდებელი იყო პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე, ვისი ხელმძღვანელობითაც 1930-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიის პეტროგრაფიის შესწავლას მიეცა გეგმაზომიერი ხასიათი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები