პეხშტეინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეხშტეინი (ფისის ქვა) – ვულკანური მინის სახეობა, რომელიც მდიდარია წყლით (4-6% და მეტი). შეიცავს მცირე რაოდენობის ჩანართებს კვარცის, მინდვრის შპატის, რქაქვის, ავგიტის და სხვ. მინერალების სახით. სიმკვრივე – 2400-2500 კგ/მ3.
წინასწარ გაუწყლოებული პეხშტეინი სწრაფი გაცხელებისას 1100-1150°С ტემპერატურაზე ფუვდება და გარდაიქმნება ბუშტებიან მინად (აფუებული პერლიტის მსგავსად). მისი ნაყარი სიმკვრივეა – 350-600 კგ/მ3. გამოიყენება აფუებული პერლიტის წარმოებაში და ცეოლიტთან ერთად – ცემენტის ჰიდრავლიკურ დანამატად.